შიდა ქართლის რწმუნებულმა საკვები ობიექტების დახურვის რეკომენდაცია გასცა.
მისი განცხადებით, დახურვის რეკომენდაცია მიეცა საკვებ ობიექტებს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, როგორც ქალაქში ასევე რაიონის მიმართულებით და საქალაქთაშორისო რეისებზე შეიზღუდება.
დისტანციურ მუშაობაზე გადადის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სამსახურების უმრავლესობა, ხოლო ახალგაზრდა თანამშრომლები, რომლებიც რისკჯგუფს არ წარმოადგენენ, მოხალისეებს გადამზადდებიან.