-
2020-03-18 12:06
„ამერიკელებს ახლა ნაღდი ფული სჭირდებათ და პრეზიდენტს სურს, მისცეს ნაღდი ფული. ვგულისხმობ მომავალი ორი კვირის განმავლობაში,”- ეს განცხადება აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სტივენ მნუჩინმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
სააგენტო „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო, ეკონომიკის სტიმულირებისთვის 1,2 ტრილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.
“ეს არის დიდი რიცხვი და ძალიან მასშტაბური სიტუაცია ეკონომიკაში, ჩვენი ინიციატივაც ამას გულისხმობს, ერთი ტრილიონი დოლარის ჩადებას“, – აცხადებს სტივენ მნუჩინი.