არჩილ თალაკვაძემ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად ერთიანი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ბრძანება გამოსცა.

Image

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ ბრძანება გამოსცა.

 

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად, მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით:

„1. სამსახურში არ გამოცხადდეს საქართველოს პარლამენტის ის სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის პირი, სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი:

ა) რომელიც ბრძანების ძალაში შესვლამდე ბოლო 7 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყანაში, − საქართველოში დაბრუნებიდან 2 კვირის განმავლობაში;

ბ) რომელიც ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ დაბრუნდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან, − საქართველოში დაბრუნებიდან 2 კვირის განმავლობაში;

გ) რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან ან მასთან ერთად მცხოვრებ პირთან;

დ) რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იმ პირთან, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი;

ე) რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება/რაიმე სახის იმუნოდეფიციტი, − საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით;

ვ) რომელიც არის ორსული ქალი.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა:

ა) ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული 2-კვირიანი პერიოდი გაატაროს თვითიზოლაციის წესების დაცვით;

ბ) სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზისა და რისკჯგუფში შემავალ პირთან კონტაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს პარლამენტის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, აგრეთვე აცნობოს საქართველოს პარლამენტის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტს, კერძოდ, ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის პასუხისმგებელ კოორდინატორს ნიკოლოზ ქართველიშვილს (ტელეფონი: 577424800, ელფოსტა: nkartvelishvili@parliament.ge) და გადავიდეს თვითიზოლაციის რეჟიმში.

3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიუთითოს შესაბამისი პირის ვინაობა და წარმოადგინოს მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა შესაძლებლობის შემთხვევაში სამუშაო შეასრულოს დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.

5. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის სასახლეში მყოფ ყველა პირს, დაიცვას ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციები და ჰიგიენის წესები.

6. შეიზღუდოს სამსახურებრივი მივლინებები, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა.

7. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა, სახელმწიფო მოსამსახურემ, საჯარო მოსამსახურემ, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირმა მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომის არსებობის შემთხვევაში მიმართოს ექიმს, აგრეთვე აცნობოს ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის პასუხისმგებელ კოორდინატორს, თუ საჭიროა თვითიზოლაციის რეჟიმში გადასვლა.

8. ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე:

ა) შეიზღუდოს საქართველოს პარლამენტში თემატური საჯარო ღონისძიებების ორგანიზება გარეშე პირთა მონაწილეობით;

ბ) საქართველოს პარლამენტის აპარატმა უზრუნველყოს გარეშე პირთა დაშვებისა და გადაადგილების რეგულირება „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის No259/3 ბრძანების შესაბამისად.

9. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს შეუნარჩუნდეს შრომის ანაზღაურება.

10. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

11. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი No6).“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !