ეპიდემიის აფეთქებისთვის ვემზადებით და საქართველოში პირბადეების დამზადებას ვიწყებთ – მთავრობა

Image

საქართველოს მთავრობის  გადაწყვეტილებით, 6 საწარმოს „ფარმაცევტული საწარმოს“  სტატუსი  მიენიჭა. უფრო მეტიც, სამედიცინო სტატუსის მქონე საწარმოები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან. ამის შესახებ  ოფიციალურ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

 

რას ნიშნავს დაჩქარებული წესით 6 ბიზნესკომპანიისთვის „ფარმაცევტული საწარმოს“ სტატუსის მინიჭება?

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, მთავრობის მიერ მიღებული ეს გადაწვეტილება -საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში გამქრალ სამედიცინო ნიღბებთან.

ქვეყანა ეპიდემიის აფეთქებისთვის ემზადება და აუცილებელი სამედიცინო პროდუქციიის შექმნას იწყებს.

„ფარმაცევტული საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება დღგ-სგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით;

აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებით რესურს გაუჩენს მწარმოებლებს და სტიმულს მისცემს. ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოში წარმოებას,  ხელს შეუწყობს იმპორტულ საქონელთან მიმართებაში თანაბარი კონკურენციის პირობების და ახალ სამუშაო ადგილების შექმნას“, – წერია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

საწარმოებისთვის დაჩქარებულ რეჟიმში სტატუსის მინიჭება დროული ნაბიჯია, რადგან ჩინეთმა და რუსეთმა სამედიცინო პირბადეების ექსპორტზე გატანა აკრძალა. 

სწორედ ამის შემდეგ გამოთქვა მზაობა საქართველოს მთავრობამ, რომ საქართველოში სამედიცინო ნიღბების დამზადება დაიწყოს. მაშინვე გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაც, რომ კონკრეტულმა ბიზნესკომპანიებმა პირბადეების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით გამოთქვეს ინიციატივა,

„აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია 2022 წლის 1-ლი იანვრიდან გადადის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტზე – Good Manufacturing Practice (კარგი საწარმოო პრაქტიკა). საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რისთვისაც გადაიდგა არა ერთი ნაბიჯი, მათ შორის, საგადასახადო ხელშეწყობის მიმართულებით“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !