საფრანგეთის კულტურის მინისტრს, ფრანკ რისტერს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ
ინფორმაციას გამოცემა France 24 ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 46 წლის მინისტრი თავს კარგად გრძნობს, თუმცა სიმპტომების გამოვლენის
შემდეგ, ორშაბათს ვირუსი დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით 108 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 3 800-ზე მეტი გარდაიცვალა.