მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის დედაქალაქის მერია ყველა
შესაბამის ღონისძიებას მიმართავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის
სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გასული დღეების განმავლობაში, „თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით,
სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
„სამუშაოები კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ანტისეპტიკური
ხსნარებით შესრულდა. მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფექცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“,
„სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები და სახელოვნებო
სკოლები. აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 მარტიდან 16 მარტის
ჩათვლით, საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული
და გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ჯანდაცვის
სამინისტროსთან, ასევე, ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა
ფარგლებშიც, ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვისცენტრებში სხვადასხვა
სახის საპროფილაქტიკო ღონისძიება ტარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.