საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ხვალ,
4 მარტს წარსდგება. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და სხდომას არ დაესწრება.
"ნაციონალური მოძრაობის" მდივნის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტი მოსიარულე სკანდალია.
“ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არანაირ გადაწყვეტლებებს არ იღებს, არის მოსიარულე სკანდალი, რომელიც
აზიანებს საქართველოს, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა ასევე ძალიან ბევრი სკანდალური
რამ უკავშირდება მას ქვეყნის ფარგლებს შიგნით, მაგალითად, როგორიცაა მკვლელების და პედოფილების
შეწყალება და ა.შ. იმდენად მინიმალურია სალომე ზურაბიშვილის როლი სახელმწიფო ცხოვრებაში, რომ არ
გამოვრიცხავ, პროტესტიც არ გამოვხატოთ ამ ნომინალური ფიგურის პარლამენტში მოსვლის მიმართ“, -
განაცხადა ბოკუჩავამ.