„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციამ „ლეობორისტული პარტიის“ ოფისში
გამართულ შეხვედრაზე იმსჯელა 4 აპრილის აქციის გადადებასთან დაკავშირებით. ბოკერიას თქმით,
თუ კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარება არ დასტაბილურდება, პასუხიმგებლოანი ოპოზიცია მასობრივი
ღონისძიებისგან თავს შეიკავებს.
„დავაკვირდებით და ბუნებრივია, თუ არ გამოსწორდა და დასტიბილურდა ვითარება ან მით უმეტეს, თუ
გაუარესდა, განვიხილავთ ნებისმიერი მასობრივი თავყრილობის გადადებას“, – განაცხადა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში.