„მე ვმუშაობ სხვა ფასილიტატორებთან, უნდა მოიძებნოს საერთო ტერიტორია ოპოზიციასა და ხელისუფლებას
შორის დიალოგის განსავითარებლად. ამ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება ძალიან ცოტა დრო დარჩა“, -
ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების
საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერიტორია გამონახული იყოს და იმედი გვაქვს, რომ ეს მიღწევა იქნება
როგორც არჩევნების, ისე საქართველოს სასარგებლოდ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩმა მედიასთან საქართველოში აშშ-ის ელჩთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა.
„მე მქონდა სიამოვნება დავსწრებოდი ამ სადილს, მაგრამ დიპლომატიური პროტოკოლიდან გამომდინარე
ეს არ არის განხილვის საგანი. აქედან გამომდინარე ვიქნები ძალიან ფრთხილი და დიალოგში არ შევალ“, - აღნიშნა ჰარცელმა.