
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები,
შესაბამისად, მსჯავრდებული მ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას,
ჩადენილს ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ
სასჯელის სახით და ზომად გამოიყენა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით“- ამის შესახებ მიხეილ
კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჩვენ განვმარტავთ, რომ რა თქმა უნდა, ოჯახის თუ დაცვის მხარის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში , რომელიც
ეხება სხვადასხვა პოლიტიკურ სპეკულაციებს, არ შევალთ ამ სიღრმეში, ვინაიდან ეს სცდება ყოველგვარ სამართლებრივ
ჩარჩოებს, ბრალდების მხარის მიერ როგორც ზემოთ აღვნიშნე, იყო წარმოდგენილი არა ერთი როგორც პირდაპირი, ასევე
ირიბი მტკიცებულება მოცემულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც სასამრთლომ სრულად გაიზიარა და
დადასტურებულად მიიჩნია მსჯავრდებულის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით
არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული განაჩენით დადასტურდა, რომ მსჯარვდებული მ.კ. იყო ამსრულებელი,
თანაამსრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა“- განაცხადა პროკურორმა.
ბესიკ ქვარცხავას თქმით, განაჩენით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ჭრილობა მიაყენა ბასრი საგნის
გამოყენებით დავით სარალიძეს .
„ბრალდების მხარე დაელოდება სასამართლოს განაჩენში მითითებულ მოტივაციას და ამის შემდეგ შეძლებს
დანარჩენ გარემოებებზე მსჯელობას“- აღნიშნა პროკურორმა