პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა,
მალხაზ მაჩალიკაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ადასტურებს, რომ ის კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს,
მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
როგორც მაჩალიკაშვილი განმარტავს, ის პოლიტიკაში მოსვლას არ გეგმავს და სააკაშვილს როგორც მისი შვილის
საქმეზე, ასევე ზოგად თემებზე, მათ შორის, პოლიტიკაზეც ესაუბრა.
„დიახ, კიევში მე შევხვდი ბატონ მიხეილ სააკაშვილს და არამხოლოდ მას, შევხვდი სხვა ადამიანებსაც.
ზოგადი საუბარი იყო, ბევრი ვისაუბრეთ, განვიხილეთ არსებული პრობლემები საქართველოში, ამ სახელმწიფოს
მიერ დაჩაგრული და განადგურებული ჩემი ცხოვრება განვიხილეთ. ისიც განვიხილეთ, ამ ორი წლის განმავლობაში
რა ჯოჯოხეთსაც გავდივარ. ზოგადად, შევეხეთ პოლიტიკასაც და არჩევნების თემასაც. ამ ადამიანს პირველად შევხვდი“
, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.