
"ტანკით ვერ შევალთ, ბუნებრივია, ვერ ავტეხავთ ქაოსს და უარესს ვერ დავიმართებთ", — ასე გამოეხმაურა მმართველი
გუნდის დეპუტატი ნუკრი ქანთარია საოკუპაციო რეჟიმის მიერ 17 წლის მოზარდის გატაცებას. მისი თქმით,
ხელისუფლება მაქსიმალურად იქნება ჩართული გათავისუფლებისთვის საჭირო ღონისძიებებში.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალებმა 17 წლის მოზარდი სოფელ კირბალის ტყიდან გაიტაცეს.
ალიკა შიუკაშვილი თანასოფლელებთან ერთად შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდა.