
პოლიციაა მობილიზებული პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ სახლთან.
საცხოვრებელ კორპუსში შესვლა შეზღუდულია. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
ასევე იმყოფებიან პარლამენტის დაცვის თანამშრომლებიც.
საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია,სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი
იარაღი. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა, რასაც
სამართალდამცავთა მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა.
მომხდარზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე,
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო.