-
2020-02-24 12:58
“მე მგონია, ბატონი გიორგი, გაზაფხულს დაველოდოთო რომ ბრძანა, გულისხმობდა იმას, რომ დაველოდოთ
გაზაფხულს, აყვავდება ია”, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის
კითხვას, იგეგმება თუ არა გაზაფხულზე სამთავრობო ცვლილებები.
ხოლო კითხვაზე თავად იქნება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო სიაში, წულუკიანი აცხადებს, რომ სად იქნება არ იცის.
“დღეს მედია სივრცე არის ორიენტირებული ყველაფერ იმაზე, რაც არ არის სიმართლე, რამდენიმე მედიასაშუალებას
ბოდიშს ვუხდი, მათ ეს არ ეხება. მე არ ვიცი, ეს არის სიმართლე. არ ვიცი, გაინტერესებთ თუ არა სიმართლე –
ვიქნები თუ არა სიაში, სად ვიქნები, სამინისტროში, სახლში, თუ სად, არ ვიცი, ეს არის სიმართლე”, – აცხადებს წულუკიანი
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან
დაკავშირებით ასე უპასუხა : “დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა”.