-
2020-02-24 11:41
თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ანა ბაღს არანაირი პრობლემა არ გააჩნია. მისი თქმით, ანას ბაღთან
მიმართებაში მერიას თავისი დამოკიდებულება აქვს და ერთადერთი, რაც იგეგმება, ბაღის სრულ რეაბილიტაციაა.
როგორ კალაძე ამბობს, "ვერავინ გაბედავს", რომ პარკებსა და სკვერებში მშენებლობები დაიწყონ.
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ და მოატყუებენ, ეს
ნამდვილად არ გამოუვათ, არ გამოუვაღ ჩემი მერობის პირობებში. იმიტომ, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია
საზოგადოებასთან და ვაწვდით ინფორმაციას ქალაქში მიმდინარე პროცესებზე, არ გვერიდება არც გამოწვევებზე საუბარი...
არსებული ტერიტორია, რაც ჰქონდა ანას ბაღს იმას კიდევ დავამატებთ მუნიციპალურ მიწებს, რომ რაც შეიძლება დიდი
სკვერი გამოვიდეს და იყოს ულამაზასი სივრცე" — განაცხადა კალაძემ.