
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ
აფასებს.
ირანში კორონავირუსის კიდევ 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც “როიტერსი” წერს, მთლიანობაში,
ქვეყანაში კორონავირუსის 18 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 4 ინფიცირებული გარდაიცვალა.
კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა ირანის ქალაქ ქომში დაფიქსირდა, რომელიც თეირანიდან 120
კილომეტრში მდებარეობს, თუმცა ირანის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.
ირანის ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დაავადების შემთხვევები ირანის მთელ ტერიტორიაზე
იყოს გავრცელებული.
თეირანში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას 750 ადამიანზე აქვს ეჭვი, რაც ამ ეტაპისთვის დადასტურებული არ არის.
ირანის ხელისუფლებამ ქალაქ ყუმში სკოლები და უნივერსიტეტები დახურა. ამ გზით ისინი ვირუსის
გავრცელების პრევენციას ცდილობენ.
ტედროს ადამონი აღნიშნავს რომ შეშფოთებულია ირანში ბოლო ორ დღეში 5 ადამიანის გარდაცვალების გამო.