-
2020-02-22 10:18
"დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი პარლამენტს ქუთაისში დააბრუნებს", —
ასე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის პარლამენტის შენობის
გაყიდვას. ამის შესახებ მან ფეისბუქლაივში ისაუბრა.
"საქართველო უნდა იყოს ძლიერი როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში. ეს არის მიმართული
აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ და აფხაზეთის დაბრუნებას ემსახურება სტრატეგიულად.
ეფუძნებოდა ლაზიკის პორტის განვითარების სტრატეგიას, ეფუძნებოდა ქუთაისის და გარშემო
იმერეთის, სამეგრელოს, ზოგადად, დასავლეთ საქართველოს სწრაფ განვითარებას. სვანეთის სწრაფი
განვითარების ჩემეულ ხედვას და სტრატეგიას", — განაცხადა სააკაშვილმა.