
დღეს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის
დეპუტატის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პრაქტიკულად შეთანხმდნენ თბილისში ერთიან მაჟორიტარებზე.
ასევე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია რეგიონებშიც მაქსიმალურად ბევრ ოლქში დააყენებს საერთო კანდიდატს
და პარტიები ერთმანეთს ხმებს არ წაართმევენ.
"ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ და კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს, რომ კატეგორიულად
მიუღებელია ხელისუფლების შემოთავაზება - 100/50. ეს არანაირი რეალური შემოთავაზება არ არის. ციფრებით ვაჭრობას
არ ვაპირებთ" - განაცხადა ბოკუჩავამ და ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ნებისმიერი მოდელით მოიგებს არჩევნებს.
"ოპოზიცია ვერ წააგებს ვერც ერთ შემთხვევაში და ვერც ერთ მოდელში, მოქალაქეებს ჩამოუყალიბდათ აზრი, რომ ეს
მავნებელი ჭირი ქვეყანას უნდა ჩამოვაშოროთ. უნდა მოვიდეს კაოლიციური მთავრობა, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას
კრიზისიდან" - ამბობს ბოკუჩავა.