
ქართული ოცნება,სავარაუდოდ, ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის გაყიდვას აპირებს.
როგორც ცნობილი გახდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფუნქციოდ მყოფი
შენობის პრივატიზებას გეგმავს .
თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების
ეროვნულ სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ „პარლამენტის ყოფილი შენობის საპრივატიზებოდ
მომზადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.“
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით,
2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.