
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ექსპრემიერი, ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ის მოქმედ შს მინისტრს
არ შეაფასებს. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ როგორც ყოფილი შს მინისტრი რჩება "სტანდარტად" და
მისგან მოქმედი მინისტრის შეფასება "ეჭვიანობის ნიშანი" იქნება.
"მე მომავალში არასოდეს არ გავაკეთებ შეფასებას მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის. იმიტომ, რომ
ჩემი მხრიდან ეს გამოჩნდება სუბიექტურად. სხვადასხვა მიზეზების გამო მე ვრჩები სიმბოლოდ, ასე
ვთქვათ, სტანდარტად და ყველა შემდგომ მინისტრს უწევს ჩემთან შედარება. ნებისმიერი ჩემი ნათქვამი
იქნება რაღაც პირადი ეჭვიანობის ან სუბიექტურობის ნიშანი", — განუცხადა ვანო მერაბიშვილმა მთავარ არხს.
ვანო მერაბიშვილმა ციხე 20 თებერვალს დატოვა.