აშშ-ს საელჩოს განცხადება რუსულ კიბერნშეტევაზე: ''ვგმობთ და პირობას ვდებთ, მხარს დაგიჭერთ მავნე კიბერაქტორებთან ბრძოლაში''

Image

საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ

განხორციელებულ კიბერშეტევას, რომლის დროსაც 15 000-ზე მეტი საიტი დაიჰაკა. აშშ მოუწოდებს რუსეთს,

შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები და პირობას აძლევს ქართველ ხალხს, რომ დაეხმარებიან მავნე კიბერაქტორებთან

ბრძოლაში.

 

"პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში

და მავნე კიბერ აქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის

გაძლიერებისთვის, ჩვენ [საქართველოს] შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ

დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად", — აცხადებენ საელჩოში.

მათივე თქმით, მსგავსი ქმედებები რუსეთის მხრიდან ეწინააღმდეგება მათივე მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი

პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინონ.

"ეს წარმოადგენს რუსეთის გრუ-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების

უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის

ძირის გამოთხრა", — წერია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს საელჩოს განცხადებამდე, წინ უსწრებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესკონფერენცია, რომელზეც

განაცხადეს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით კიბერთავდასხმაში რუსული კვალი გამოკვეთეს.

მათი განმარტებით, კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს

მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს ერთდროულად 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაიჰაკა. კიბერთავდასხმის

მსხვერპლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს,

სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები გახდა. 

რედაქტორის რჩევით

მოხსნილი შეზღუდვების სრული სია

2021-02-24 14:57
კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე,...

ნიკა მელია დააკავეს

2021-02-23 18:03
სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. ...

გვენ სტეფანი ჟურნალის Wonderland-ის გარეკანს ამშვენებს

2021-02-22 19:04
51 წლის მომღერალი გვენ სტეფანი დიდი პოპულარობის მიუხედავად სოციალურ ქსელში აქტიურობით არ...

დღის ფოტო - გიორგი გახარია

2021-02-19 18:18
ასე დაემშვიდობა ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია კანცელარიის თანამშრომლებს 
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

„დარჩი სახლში“ - მასტერი ახალ კლიპში საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

2020-04-09 11:37
თვითიზოლაციის პერიოდს, ქართველი მუსიკოსი, მასტერი საკმაოდ ნაყოფიერად იყენებს. სულ ცოტა ხნის წინ,...

გამოკითხვა

უნდა გაუქმდეს თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი?


ვალუტა

1
EUR
 - 
4.0322
0.0358
100
RUB
 - 
4.4633
0.0585
1
USD
 - 
3.3255
0.0010