-
2020-02-14 13:08
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს.
პროცეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელიაც ესწრება.
"სანამ გასაჩივრების შესაძლებლობა არ არის, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულად არ ითვლება.
მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების დეპუტატებმა მიიღეს ეს უკანონო გადაწყვეტილება. მე რომ ეს
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მოვიგო, არ არსებობს ინსტრუმენტი, რომ მე დააბრუნებს პარლემენტში.
შეიძლება, დაუშვათ, მურუსიძემ თქვას, რომ დიახ, თქვენ ჯარიმის ნაწილშიც ხართ გამართლებული, მაგრამ
საკონსტიტუციო სასამართლოს გარეშე მე პარლამენტში ვერ ვბრუნდები.
მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს პარლემნტში დაბრუნების. არ მინდა იმ ადამიანების
კოლეგა ვიყო, რომლებისთვისაც პროზაულია უკანონო გადაწყვეტილების მიღება. მანტერესებს რა დოზით არის
საკონსტიტუციოში შემოსული ივანიშვილის გავლენა"- აცხადებს მელია.