"დაზარალებული თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წავისვიო"-თემურ აბაზოვი

Image

თემურ აბაზოვის ინფორმაციით, დაზარალებული მასზე განაწყენებული იყო, ვინაიდან სამსახურის

თხოვნაზე უარი მიიღო. მისივე თქმით, შესაძლოა, ამით ვინმემ ისარგებლა და ეს კადრები დადგა.

 

„როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჟურნალისტები ჩახედულები არ არიან, არ იციან როგორ მიმდინარეობდა

პროცესები და რამდენი ადამიანი დაიკითხა, რომელთაგან არც ერთი არ აცხადებს იმას, რომ თეიმურაზ აბაზოვმა

რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. 130-მდე მოწმე იქნა დაკითხული და არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ მე რაიმე

ტიპის დანაშაული მქონდა ჩადენილი. მხოლოდ ერთადერთი მოწმე აცხადებდა, რომ ვიყავი დამნაშავე და დარჩა

ბოლომდე ერთადერთად რომელიც, მოვიდა, სამსახური მთხოვა, არც ენა არ იცოდა არც დიპლომი ჰქონდა. სამსახურის

გაცემა კი კონკურსით ხდება, უარი ვუთხარი და იყო განაწყენებული. შესაძლოა, ვინმემ გამოიყენა მისი განაწყენება და

დადგეს ასეთი კადრები. ვისთან ერთად იყო, ვინ გააკეთებინა, ან გააკეთებინა თუ არა, ეს მე არ ვიცი. მე ვარ უდანაშაულო

და ვარ მსხვერპლი, ჩემს არასრულწლოვან შვილებთან ერთად,” - განაცხადა თემურ აბაზოვმა.

მარნეულის ყოფილმა მერმა მის და ბიძინა ივანიშვილის ნაცნობობაზეც ისაუბრა. აბაზოვის თქმით, არ შეიძლება ადამიანი,

რომელსაც დანაშაული ჩადენილი არ აქვს, დაისაჯოს, ვინაიდან ვინმეს იცნობს.

,,არ შეიძლება ნებისმიერ თემას ყველა აკავშირებდეს ბიძინა ივანიშვილთან, გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილის 

სახელი და გვარი თუ სიუჟეტში არ არის ნათქვამი ამას ეფექტი არ აქვს, არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც დანაშაული

არ აქვს ჩადენილი დაისაჯოს, ვინაიდან ვინმეს იცნობს.

თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წავისვიო. მეორე დღეს, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ, იმავე

ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სახეზე შარდის ნიმუში არ აღმოჩენილა, ჩემი ხმის ნიმუში აიღეს და ვიდეოს არ

დაემთხვა, ჩემი თითის ანაბეჭდი არ აღმოჩენილა და არავინ არ ადასტურებს, რომ მე იქ ვიყავი. როგორ შეიძლება

ამის შემდეგ უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს, მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და მე ამას მივესალმები,“

- განაცხადა თემურ აბაზოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ

გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. აბაზოვს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური

მოპყრობის ფაქტზე ედებოდა. თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო,

რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის

და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე

დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !