
სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ტვიტერში ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახებს
უსამძიმრებს.
„მიწისძვრა, რომელიც თურქეთში მოხდა საშინელი ტრაგედიაა. საქართველო თურქეთის მოსახლეობის გვერდით
დგას ამ რთულ პერიოდში. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ სიმტკიცეს ადგილზე მომუშავე
მაშველებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ , რომ 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საღამოს საათებში, 24 იანვარს, ელაზიგის პროვინციაში
მოხდა