საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე" - ამერიკელი კონგრესმენის წერილი გახარიას

Image

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამჯერად წერილი კონგრესმენ ბრაიან ბაბინისგან მიიღო.

 

 

წერილი ბაბინმა სოციალურ ქსელ თვითერში გაასაჯაროვა.

 

„გწერთ, რომ მივუმატო ჩემი ხმა მზარდ შეშფოთებას საქართველოს განგრძობად უკუსვლაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართულებით და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაზე.

ვუერთდები ჩემს კოლეგებს, რომლებიც კონგრესში საქართველოს, კავკასიის ჯგუფს წარმოადგენენ, თავმჯდომარე ადამ კინზინგერსა და თავმდჯომარე გერი კონოლის, თავიანთ ბოლოდროინდელ, 2019 წლის 13 დეკემბრის წერილში თქვენ მიმართ, რომელიც წინ წამოწევდა შეშფოთებას შეპირებული დემოკრატიული რეფორმებზე უარის თქმის გადაწყვეტილების გამო, ისევე, როგორც ამასთან დაკავშირებულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე ძალადობის ცნობების გამო. ამას გარდა, ასევე მაქვს სურვილი, შევუერთდე ჩემს კოლეგას, კონგრესმენ მაკუაინ მალინს და იმ შეტყობინებას, რომელიც მან გადმოგცათ თავის 2020 წლის 13 იანვრის წერილში.

როგორც იცით, 1991 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანას მტკიცედ უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებული შტატები, ბევრი წლის განმავლობაში. გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო „საქართველოს მხარდამჭერის აქტი“, რომელიც ამჟამად აშშ-ს სენატში იმყოფება განსახილველად. ღირს იმის აღნიშვნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც პირველ რიგში იყო წინ წამოწეული ამ აქტის ტექსტში, შემდეგია:

აშშ-ს პოლიტიკაა, რომ დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების უწყვეტ განვითარებას, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალებულებას, კანონის უზენაეობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევებს, ამ პოლიტიკის სულისკვეთებიდან გამომდინარე,  გწერთ, საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორებში შესამჩნევი მზარდი ნეგატიური ტრენდის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს შორის შეშფოთების საგანი გახდა.

ამ ტენდენციის შედეგია საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირება, რადგან აშშ-სა ევროპული ბისნეს ინტერესები შევიწროვების, კონტრაქტის გაწყვეტის და ექსპროპრიაციის თავდასხმის ქვეშ იყვნენ. ამის ცნობილი მაგალითია ზეთისა და გაზის კომპანია Houston, Texas,  Frontera Resources. ასევე, შემაშფოთებელი იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სოციალურმა მედია კომპანიამ, ფეისბუქმა, ახლახანს გამოაცხადა, რომ მან აღმოაჩინა და გააუქმა იმ ანგარიშების ფართო ქსელი, რომელიც მმართველ, „ქართულ ოცნების“ პარტიასთან იყო დაკავშირებული, და აღმოჩენილი იქნა,რომ ისინი ეწეოდნენ „კოორდინირებულ არაავთენტიკურ საქმიანობას“, იმ მიზნით, რომ საქართველოში ოპოზიციური შეხედულებები ჩაეხშოთ და წინ წაეწიათ ანტი-დასავლური სენტიმენტები, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

ამ გაუარესებული გარემოს გამო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აშშ-ს კონგრესის ორ აქტს თანხის გამოყოფის შესახებ, 2019 და 2020 წლებში, რომლებშიც განსაკთრებით არის საუბარი იმ შეშფოთების შესახებ, რაც საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს ინტერესების მიმართ მზარდად ანტაგონისტურ ქმედებებს უკავშირდება. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე, ამერიკის მთავრობის ასიგნებებთან მიმართებაში.

იმ ნეგატიური ტენდენციის გამო, რაც აღვწერე და ცვლილების წახალისების მცდელობით, სანქციების და სხვა ჯარიმების განხილვისკენ მოწოდებები იზრდება. კონგრესის წევრების ამ მზარდ რიცხვს შევუერთდი, რომლებიც მხარს უჭერენ რეფორმებს „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების სანქციების აქტის“ მხარდაჭერით.

ვიმედოვნებ, რომ საქართველო გააგრძელებს, იყოს აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი ბევრი მომავალი წლის განმავლობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის აშენებით მტკიცე საფუძველზე, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ძალისხმევები“. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა  იპოვის გზებს, რომ შეაჩეროს აგრესიული ქმედებები აშშ-ს კომპანიებისა და საქმიანობის წინააღმდეგ და იმუშავებს, რომ აღმოფხვრას მზარდი შემაშფოთებელი ნიშნები, რაც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და თავისუფლებისთვის, იმისთვის, რაც ბუნებრივი, ღვთის მიერ მიცემული უფლებაა ყველა ქართველი ადამიანისთვის“, - წერია წერილში.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !