მოსულა ასეთი ნაბიჭვრობა ხდებოდეს ქვეყანაში?" - ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა ბერა ივანიშვილს

Image

 

ჯაფარიძე ზესტაფონის სასამართლოს მიერ, კანაფის კულტივაციისთვის მოქალაქის 6 წლით თავისუფლების

აღკვეთის საქმეს ეხმაურება და  "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟს ქვეყანაში

არსებული უსამართლობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

 

"BERA კითხვები მაქვს. იმედი არ მაქვს, რომ მიპასუხებ, მაგრამ ამ მოცემულობაში სრული განცდა მაქვს, რომ ყველაფერი უნდა ვცადო 30 იანვარს, ზესტაფონში სასამართლო აქვს ჭითურის რაიონის სოფელ ქვაციხეში მცხოვრებ ადამიანს (40 კილომეტრში ჭორვილადან), რომელსაც სახლში შეუვარდა პოლიცია და კანაფის ძირები უპოვა ძალიან მაღალი ალბათობით მინიმუმ 6 წლიანი ციხე ემუქრება ორი დღის წინ, ჩემ თვალწინ, იგივე მოსამართლემ, იგივე მუხლით დაუფიქრებლად გაუშვა სხვა ადამიანი 6 წლით ციხეში 6 წელი! 6 წელი გესმის რამდენია? რისი გულისთვის? აი მართლა რისი გულისთვის? მცენარისთვის რომლის მოხმარებაც ლეგალურია მცენარისთვის, რომელსაც მოიხმარდა და მოიხმარს ასობით ათასი ადამიანი ამ ქვეყანაში მცენარისთვის რომელსაც ზრდის ათასობით თუ არა ათობით ათასი ადამიანი ამ ქვეყანაში მცენარისთვის რომლის მოხმარებაც ლეგალური ხდება პრაქტიკულად მთელ განვითარებულ სამყაროში ამ ადამიანს (არც სხვებს) ხომ არავისთვის არაფერი დაუშავებია! არასდროს! არ არსებობს ადამიანი რომელიც იტყვის, რომ მას რაიმე ზიანი მიადგა ამ ადამიანის ქმედებისგან! ხომ იცი რომ ეს ყველაფერი მართლა ასეა? გულის სიღრმეში ხომ ზუსტად იცი, რომ ერთ სიტყვასაც არ ვიტყუები მაშინ შეგიძლია ახსნა: რატომ არ იღებ ხმას? არ გჯერა, რომ ეს სიმართლეა? აბა შენი სიმართლე რა არის? აბა ‘ლეგალაიზ’ რომ გამოუშვი, ეგ რას ნიშნავდა? რისი თქმა გინდოდა? გჯერა, მაგრამ შენთვის მოსულა ასეთი ნაბიჭვრობა ხდებოდეს ქვეყანაში რომელზეც ამბობ რომ გიყვარს? გჯერა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია? ეგ გინდა რომ დავიჯეროთ? გჯერა, მაგრამ თუ პოლიტიკური პრობლემა არ შეიქმნა (როგორც ბირჟა მაფიას შემთხვევაში), გკიდია ხმის ამოღება? მართლა ბოლომდე მამაშენის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე გადის შენი საჯარო აქტივობის ფორმაც და შინაარსიც? ეგაა სულ შენი ცხოვრება? წარმოიდგინე რომ ახლა გაგაქრონ და 6 წლის შემდეგ დაგაბრუნონ უკვე 7 წლის შვილთან ,ერთი წამით მართლა წარმოიდგინე" - დაწერა ფეისბუქგვერდზე "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

 

 

რედაქტორის რჩევით

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა

2020-04-04 23:56
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა.

როგორ გავიკეთოთ მანიკური სახლის პირობებში

2020-04-04 22:41
დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, სალონში სიარულს ვეღარ ვახერხებთ, მიუხედავად...

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების კიდევ 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2020-04-04 21:01
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ...

წითელის ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და თბილისის მერიას მადლობას უხდის

2020-04-04 20:58
„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით,...
რჩეული ვიდეოები

104 წლის ამერიკელი ვეტერანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

2020-04-04 15:26
104 წლის ამერიკელი ვეტერანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია, მეხვეწებიან გადადიო, მაგრამ გამორიცხულია(ვიდეო)

2020-04-03 11:21
ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა...

ცნობილი სიმღერის, I Love Rock 'N' Roll ავტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

2020-03-30 14:17
კომპოზიტორი და მომღერალი, ალან მერილი 69 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

მღვდელმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა( ვიდეო)

2020-03-27 16:10
წმინდა ლუისის ტაძრის კათოლიკე მღვდელმა, ხუან ბენიტესმა ნიუ-იორკი თვითმფრინავიდან აკურთხა. 

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.4134
0.0000
100
RUB
 - 
4.1072
0.0000
1
USD
 - 
3.1576
0.0000