
პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილოს მესამემ მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა.
ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
ზურაბიშვილმა კი იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ქართველი მეცნიერების შესახებ და
გადაწყდა, რომ მათ იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების
ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ.