
"შვილებზე მუქარაც იყო"- ანრი ოხანაშვილს დაემუქრნენ.
ბაკურიანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დეპუტატმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ ფიზიკური
დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა უცნობი მამაკაცი მას დაემუქრა.
“ბაკურიანში ჩემს სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ვიყავი კაფეში, სასრიალოსთან ახლოს და ვვახშმობდით.
ამ დროს ჩემთვის უცნობმა კაცმა დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება და დებოში ატეხა. ფიზიკური დაპირისპირება
არ მომხდარა, თუმცა იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა. შვილებზე მუქარაც იყო,” – ამბობს ოხანაშვილი.
ანრი ოხანაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ,
გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.