-
2020-01-13 10:33
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა გადადგა.
ინფორმაციას ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის სპიკერიც. ხაჯიმბას გადადგომას
დღეს სოხუმის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები მოითხოვდნენ.
ოკუპირებულ რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. წინა საპრეზიდენტო
არჩევნებზე მეორე ტურში 47%-ით რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, ხოლო ოპოზიციის ლიდერმა კვიცინიამ ხმათა
46% დააგროვა.
10 იანვარს ოპოზიციის მომხრეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალის გამოყენებით აიღეს.
ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტმაც.