
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა "მთავარი არხის" ეთერში მედიის შესახებ ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს არაერთი მედია საშუალება დაარბიეს და დახურეს, სააკაშვილი აცხადებს, რომ მედია მისი მმართველობის პერიოდში ბევრად უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ეს ახლაა.
"მედია ბევრად უფრო დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ახლა. ყოველ შემთხვევაში, წამყვანი მედიის ხელმძღვანელები ციხეში არ ისხდნენ, არ ელოდებოდნენ პატიმრობას და პოლიტიკოსები საერთოდ არ ისხდნენ ციხეში.
სასამართლოს რაც შეეხება, ჩვენ ისე ვლაპარაკობთ, გეგონება, მეფის რუსეთის დროს, ერეკლე მეფის დროს იყო დამოუკიდებელი, საბჭოთა კავშირის დროს აყვავდა, შევარდნაძის დროს აყვავდა და აყვავდა, ახლა ხო აყვავდა და აყვავდა. ვერც ჩვენ ვერ მოვახერხეთ სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება." - აღნიშნავს სააკაშვილი.