
უკრაინული ბოინგის ჩამოგდების გამო, ზელენსკიმ ირანს 5 მოთხოვნა წაუყენა.
1.ირანმა უნდა განახორციელოს სრული და ღია გამოძიება მომხდართან დაკავშირებით
2.გამოვლენილი დამნაშავეები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში
3.ირანმა, დაღუპული უკრაინელების ცხედრები დაუბრუნოს უკრაინას
4.გადაიხადოს კომპენსაციები;
5.დიპლომატიური არხების მეშვეობით ოფიციალურად უნდა მოიხადოს ბოდიში.
ირანმა რამდენიმე საათის წინ აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი მათ ადამიანური შეცდომით
ჩამოაგდეს.
8 იანვარს ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა
პირი, 168 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი, გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათ
შორის ირანის — 82, კანადის — 63, უკრაინის — 11, შვეიცარიის — 10, ავღანეთის — 4, გერმანიის — 3 და დიდი
ბრიტანეთის — 3 მოქალაქე. უკრაინის 11 მოქალაქეს შორის 2 მგზავრი იყო, 9 კი ეკიპაჟს წევრი.