-
2019-11-08 13:05
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებია.
2019 წლის 21 ნოემბრიდან ნებისმიერი სახით დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმის წარმოება და მიწოდება იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იქნეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. „ - ნათქვამია საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებაში.
დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმის მიწოდება ჯარიმდება 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარს მიაღწევს.
21 ნოემბრიდან აქციზური მარკირების გარეშე ასევე აიკრძალება ელექტრო სიგარეტისთვის საჭირო სითხეების რეალიზაციაც.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-03-19 02:42
-
2017-03-19 02:39
-
2016-09-24 04:34
-
2016-09-18 10:04