-
2019-11-05 15:44
ხვალიდან თბილისში 30 ახალი ავტობუსი გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერი ავრცელებს.
ავტობუსები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სამარშუტო ხაზებზე გადანაწილდება.
"პირდაპირ ვიტყვი, რომ ქალაქის მაჯისცემაზე გექნებათ ხელი დადებული. ყველა იმ პროექტზე მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც ქალაქში ხორციელდება." - განაცხადა კახა კალაძემ
მისი თქმით წლის ბოლომდე კიდევ იგეგმება ახალი ავტობუსების დამატება და ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების კუთხით ბევრი სხვა რეფორმა გატარდება.