
Bloomberg-ის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ თვეში 30 მილიონი დოლარით გაიზარდა.
რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბრის მდგომარეობით 341-ე პოზიციაზე იმყოფება. ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.35 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 3 სექტემბრის მდგომარეობით მისი ქონება 5.27 მლრდ დოლარი იყო. 5.30 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 4.33 მილიონი უნცია ოქრო და 100 მილიონი ბარელი ნავთობი. მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0297%-ს, შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 85%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.35%-ს. აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.