
გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს, რუსეთის ფედერაცია საქართველოს მომავალს ვერ განსაზღვრავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბათუმში, გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც ოკუპაციას და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას უკავშირდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო აუცილებლად მიაღწევს ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანი გზით.