
„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ბესელია ზარდიაშვილს ხელით იურიდიული კომიტეტის სხდომაზე შეეხო. დეპუტატებს შორის თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და სახის არეში მას ხელი ჩაარტყა.