-
2019-09-11 15:08
დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის მერ კახა კალაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. მან დედაქალაქის მერს “კორუმპირებული” უწოდა.
ლევან ხაბეიშვილი: "ბატონო კახი, კითხვების რატომ გეშინიათ? 153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებაში რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია? ბოდიში მოუხადეთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ გაყვლიფეთ ბიუჯეტი"
რაზეც კახი კალაძემ უპასუხა: "თქვენი როგორ უნდა მეშინოდეს, როცა ასე იქცევით. შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს. თქვენ ვერ შემოხვალთ, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული."
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26