-
2019-09-09 17:37
2018 წელს ახლადდანიშნული პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას შემოსავალმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 60 654,6 ლარი შეადგინა.
პრემიერს ჰყავს მეუღლე, მარიამ ფანცულაია, რომელიც პროფესიით ექიმი-ბაქტერიოლოგია და ერთი შვილი ანნა გახარია. მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს „ტოიოტა RAV4″-ს, რომელიც 2016 წელს 22 000 დოლარად აქვს შეძენილი. გიორგი გახარიას და მისი ოჯახის წევრების ქონებას, 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის პირად საკუთრებაში არც უძრავი და არც მოძრავი ქონება არ ფიქსირდება. რაც შეეხება ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში გახარიას სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 4 850.99 ლარი და 266,76 დოლარი ჰქონდა, ხოლო გახარიას გასავალს, შვილის სწავლის საფასურის სახით მისმა გასავალმა გასულ წელს 5 220 ევრო შეადგინა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26