
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ კარიერას, ვადის ამოწურვის შემდეგ დაასრულებს.
მან ამის შესახებ ფრანგულ მედიასთან ისაუბრა.
"ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა, გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის საკითხი. გარდა ამისა, მსურს გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის ნაკვალევს ატარებს. პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას."