
"საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას ვგეგმავთ.
ექსპრესმომსახურების მობილურ სერვისცენტრებს ავამოქმედებთ ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, მობილური აპლიკაციის შექმნა იგეგმება, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები.