-
2019-09-04 16:04
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი იცვლება.
„სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ხარჯავს 2013 წლიდან. ბოლო 7 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან მოხდა 3 მილიარდნახევარზე მეტი თანხის დაფინანსება პაციენტების ჯანმრთელობისთვის. 2013 წლიდან 2 მილიონ 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა საყოველთაო ჯანდაცვით სამედიცინო დაწესებულებებს. ნამკურნალებია 6 მილიონ 700 ათასზე მეტი შემთხვევა. მიხედავად ამისა, პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხა 20-22 პროცენტს აღემატება. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით. ეს სისტემა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტი“, - განაცხადა ტიკარაძემ.