
“ვიდრე ხელისუფლება ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით და რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებითაა დაკავებული, რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა დავით ბაქრამძემ გუგუტიანთკარში განაცხადა.
„ამ ფონზე გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა იქნება საზოგადოების პირდაპირი გამოწვევა და ის უზარმაზარი ტვირთი „ქართული ოცნების“ კისერზე, რომელიც მთლიანად ჩაძირავს „ქართულ ოცნებას“. ამიტომ, თუ ამას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი, ღმერთმა ხელი მოუმართოს. გახარიას დანიშვნა დღეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად დასრულდება და ჩაიძირება. თუმცა ისევ ვიმეორებ, პროგნოზს ვერ ვაკეთებ, რადგან არ ვიცით, რა გადაწყვეტილებები მიიღება ხვალ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.