
სამწუხაროდ, კიბერდანაშაული გახდა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნისთვის და როდესაც მსგავს დანაშაულებს აქვს ადგილი, აუცილებელია დეტალური გამოძიება“, განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „პირველზე“ განხორციელებული კობერშეტევის შეფასებისას.
„ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. პირველ რიგში იმედი მაქვს, რომ თქვენ უმოკლეს ვადაში შეძლებთ, განაახლოთ სრულფასოვანი მაუწყებლობა. ზოგადად, როდესაც კიბერდანაშუალთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ საუკეთესო ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ძირითად აქცენტს აკეთებენ პრევენციაზე. ჩვენ ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, როგორც სახელმწიფოს“,ოპონენტების ნაწილის შეფასებას, რომ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და „ტვ პირველზე“ შესაძლო კიბერშეტევა არის მედიაზე ზეწოლა, მამუკა ბახტაძე სპეკულაციად და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებს. ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი.
აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და მცდელობა, რომ გარკვეულმა ადამიანებმა დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ეს არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი იყოს დაცული და იმ მაღალ სტანდარტზე დარჩეს და გაუმჯობესდეს, რომელიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ტელეკომპანია „პირველმა“ გუშინ დილით, Facebook-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ წინააღმდეგ კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება. ეთერში ვერ გავიდა პოლიტიკური გადაცემები.