გვარამია: არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა

Image

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ის პრინციპულად არ აპირებს მისთვის შეფარდებული გირაოს გადახდას და მხარდამჭერებს ურჩევს , არც ერთი თეთრი არ გადარიცხონ გვარამიას ანგარიშზე.

 

 

“მეგობრებო, გულშემატკივრებო, თანამოაზრეებო.

წუხელ გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეც ანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია და ამის შეზღუდვა ვერ მოხერხდება.

ძალიან ვაფასებ თქვენს თანადგომას და დახმარების სურვილს. ძალიან ფასეულია ჩემთვის ის სიტყვები, რასაც ვიღებ, რომ გარეთ ვარ საჭირო და ეს მნიშვნელოვანია საქვეყნო საქმისთვის.

ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ღრმად პერსონალურია და ვერ დავუშვებ კომპრომისს, რამეთუ მორალურად დამანგრევს და ვეღარანაირ საქმეს მერე ვერ გავაკეთებ, ვერც საქვეყნოს და ვერც სხვას. ჩემი ეს გადაწყვეტილება ერთადერთი კონტრპასუხია, რომელიც მორალურად გადამარჩენს იმ ღრმად შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, რომელიც შეთხზა ივანიშვილმა და რის გამოც ძალიან მძიმე პასუხს მიიღებს მომდევნო თვეებში.

მოკლედ, დაბეჯითებით გთხოვთ, თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ნებისმიერი თანხის შემტანი ძალიან დამაზარალებს რეპუტაციულად, რადგან მიცემს შესახლებლობას ქოცებს, სასპეკულაციოდ გახადონ, რომ ეს ჩემთან შეთანხმებით მოხდა და ამგვარად, ირიბი და შემოვლითი გზებით გავაკეთე ის, რაც საჯაროდ დავგმე.

წინასწარ გიხდით მადლობას და იმედია ანგარიშს გამიწევთ და პატივს სცემთ ჩემს სრულიად შეგნებულ, ნაფიქრ, ოჯახთან შეთანხმებულ და ჩემთვის მორალურად ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას”- წერს ნიკა გვარამია

შეგახსენებთ, სასამართლომ ნიკა გავრამიას 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა და ამისთვის ერთთვიანი ვადა მისცა.

რედაქტორის რჩევით

ზახაროვა ქართველ ჟურნალისტებს რუსეთის დელეგაციასზე თავდასხმაში ადანაშაულებს

2020-02-25 18:07
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა სერგეი ლავროვსა და ქართველი ...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

2020-02-25 17:33
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 თებერვლისთვის ერთი...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინეს

2020-02-25 17:09
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ხარირჩის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ...

სამტრედიასთან ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

2020-02-25 16:48
სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რჩეული ვიდეოები

ქალი საოცარი ხმით, რომელიც ინტერნეტ ვარსკვლავი ერთ დღეში გახდა(ვიდეო)

2020-02-23 17:27
შარლოტ ავბერი-ქალი საოცარი ხმით, რომელიც ინტერნეტვარსკვლავი ერთ დღეში გახდა.

პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს - ვიდეო

2020-02-21 16:05
პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს 

"მაკოცე, მაკოცე..." - გიორგი გახარაიამ ბავშვს კოცნა სთხოვა - ვიდეო

2020-02-21 14:51
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში პოლიციელების დააჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ ბავშვს...

82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

2020-02-19 16:36
82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0291
0.0079
100
RUB
 - 
4.2607
0.0380
1
USD
 - 
2.7946
0.0133

გუშინ:

ჰიტები:3165 უნიკალური:2231

მიმდინარე:

ჰიტები:29 უნიკალური:27