პრეზიდენტი: სააკაშვილის განცხადებები ჩვენს პარტნიორებს შეურაცხყოფას აყენებს

Image

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის

ინტერვიუს ეხმაურება.

 

მისი განცხადებით, სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე

ერებისთვის და ლიდერებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს

გვერდით დგანან. ამის შესახებ ზურაბიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს.

„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, აღვნიშნე, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებებზე

კომენტარს არასდროს გავაკეთებდი, მაშინაც კი, როდესაც ეს მოსაზრებები პერსონალურად შეურაცხმყოფელი გახლდათ.

თუმცა, მისმა ბოლო ინტერვიუმ 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან მისი ურთიერთობების თაობაზე ყოველგვარი

ზღვარი გადალახა და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე მოახდინა ზეგავლენა.

მე ერთმნიშვნელოვნად ვგმობ გამოთქმულ შეხედულებებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს

ისტორიას და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს პარტნიორებსა და ლიდერებს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების

დღიდან საქართველოს გვერდში დგანან. ყოფილი პრეზიდენტისგან მსგავსი სახის ტყუილები და ფაქტების დამახინჯება

უპასუხისმგებლო და მიუღებელი ქმედებაა. ეს არის აშკარა მცდელობა საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის

ურთიერთობა დააზიანოს, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზე, ევროკავშირისა და ატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ

გზაზე.

ქართველი ხალხის სახელით კვლავ გამოვხატავ ჩემი ქვეყნის უდიდეს მადლიერებას იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც

ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ იქნა გამოხატული 2008 წლის ომის დაწყებამდე, მისი მსვლელობისას

და დასრულების შემდეგ. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიბრძოლებ ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიმართ,

რომელიც ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს აზიანებს“, - წერს პრეზიდენტი.

რედაქტორის რჩევით

გახარიას პრემიერად დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად დასრულდება და ჩაიძირება - ბაქრაძე

2019-08-17 14:13
“ვიდრე ხელისუფლება ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით და რუსეთის მხარდამჭერი ფილმების...

„ჩვენ ვიწყებთ!ძალიან მალე ეთერში!“ - ნიკა გვარამიამ “მთავარი არხი” დააფუძნა

2019-08-17 13:01
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ...

პოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

2019-08-17 12:56
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო და ერთი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა...

მაშველებმა 12-მეტრიანი ხიდან კნუტი ჩამოიყვანეს

2019-08-17 10:16
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე 12-მეტრიანი ხიდან კნუტი...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.2395
0.0160
100
RUB
 - 
4.4227
0.0328
1
USD
 - 
2.9232
0.0050

გუშინ:

ჰიტები:1205 უნიკალური:994

მიმდინარე:

ჰიტები:520 უნიკალური:434