მალხაზ პატარაია და დავით ქაცარავა სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

Image

ხვალ, 10:30 საათზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ "აფხაზთა კრების" ლიდერი მალხაზ პატარაია და ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

 

"აფხაზთა კრება", მასში შემავალი ორგანიზაციებით, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" (დავით ქაცარავა) პროკურატურაში შეიტანენ განცხადებას პარლამენტის წევრის, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების საფუძველზე.

 

"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად:

მუხლი 308. საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა
1. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

 

მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

 

უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა . . .,-

 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ:

 

შეისწავლოთ საქართველოს პარლამენტის წევრის, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ზემოთმოყვანილი, მათთან დაკავშირებული სხვა ფაქტები და მისცეთ მათ შეფასება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე და 319-ე მუხლების საფუძველზე", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

ელიზაბედ მეორემ ქართველ ხალხს დამოუკიდბლობის დღე მიულოცა

2019-05-26 14:33
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს ...

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

2019-05-26 12:57
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ჰოლივუდის მსახიობების საუცხოო გარდასახვა (ფოტოკოლაჟი)

2019-05-25 22:21
მოგეხსენებათ, მსახიობობა ერთ-ერთი ურთულესი პროფესიაა, ამბობენ, რომ მსახიობად კი არ ყალიბდები, ...
რჩეული ვიდეოები

"მედიაფოკუსი მშვიდობაზე" - პირველი გადაცემა

2018-09-23 19:03
‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის...

ნათელაშვილი: სადაც გაგიჭირდებათ, ყველგან გუგავა მოვა...

2017-09-14 16:31
საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა დღეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა და...

ხუხაშვილი: სააკაშვილი კრიზისების ლიდერია, პოროშენკომ გაიჩალიჩა(ვიდეო)

2017-09-14 13:56
"მიხეილ სააკაშვილი კრიზისული ლიდერია, მთელი მისი ბიოგრაფია ამას ცხადყოფს, ასე რომ, პოროშენკომ...

ჟირინოვსკი: ქართველებს ენერგეტიკა აქვთ აქტიურობის - სააკაშვილი პოროშენკოსაც ჩააჩოჩებს და ავაკოვსაც

2017-09-14 02:39
რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე...

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.1102
0.0000
100
RUB
 - 
4.3044
0.0000
1
USD
 - 
2.7802
0.0000

გუშინ:

ჰიტები:491 უნიკალური:397

მიმდინარე:

ჰიტები:286 უნიკალური:234