
ზეწოლა ტელეკომპანია "იბერიაზე" - ტელეკომპანიის ჟურნალისტები უკვე მეორე დღეა ღიად საუბრობენ, რომ ხელისუფლება არხს ფინანსურ პრობლემებს განზრახ უქმნის და დაფინანსების წყაროებს უკეტავს.
არხის თანამშრომლები არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ და მიმდინარე პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ჟურნალისტები ხელისუფლებას სთხოვენ გამოიძიოს თუ ვისი გადაწყვეტილებით ჩავარდა არხი უმძიმეს ფინანსურ კრიზისში.
ტელეკომპანია "იბერიის" თანამშრომლების განცხადებას, პრემიერის მწვავე პასუხი მოჰყვა. გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების განცხადება შანტაჟად მიიღო.
ტელეკომპანია „იბერიის“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა ჯგუფია“ რომლისთვისაც მიყენებული 100 მილიონიანი ზარალი სასამართლომაც აღიარა.
"ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერის ლევან აღდგომელაშვილის მტკიცებით, დემპინგური ფასებით "ომეგა ჯგუფი" კრიზისამდე ადგილობრივმა და საერთაშორისო ბიზნეს ოპერატორებმა მიიყვანეს და ხელისუფლებამ სწორედ ეს საკითხი უნდა გამოიძიოს.
ტელეკომპანია "იბერია"-მდე ხელისუფლებისგან ზეწოლის შესახებ განცხადება „ტვ პირველმაც“ გააკეთა. არსებული ინფორმაციით არხის მფლობელს ვახტანგ წერეთელს წილის 50 % დათმობას სთხოვდნენ. სანაცვლოდ კი ბიზნესში შემქნილი პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდნენ.