
ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსულის განცხადებით, 21 მარტს საქართველოს მოქალაქეებს დეპორტის მორიგი ტალღა ემუქრებათ.
იოსებ ჩხიკვიშვილის განცხადებით, გერმანიიდან იმ ადამიანების დეპორტაცია იგეგმება, რომლებსაც ქვეყანამ თავშესაფრის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.
"65 მოქალაქე იყო დეპორტირებული არა მარტო გერმანიიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც იყვნენ ამ რეისზე, მათ შორის ისლანდიიდან, ადამიანების უფლებების დარღვევის კუთხით არცერთ საქართველოს მოქალაქეს არ მოუმართავს. ხდება იმ ადამიანების დეპორტაცია, რომლებსაც უარი ეთქვათ აქ თავშესაფარზე,“- განაცხადა იოსებ ჩხიკვიშვილმა.