
პანკისის სალაფიტური თემის იმამის პრესსამსახურის წარმომადგენელი პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:
"უკვე კითხვის ნიშანის ქვეშ დგას, რა ელის პანკისელ ქისტებს?! ბერძნების ბედი? თუ პანკისელი ოსების ბედი?! ფაქტი ისაა ხეობა იცლება, ხალხის განწყობა უკიდურესად უარყოფითია.
დღეს იმასაც ლაპარაკობენ , რომ ხეობაში ჯარი შემოჰყავთო და ბლოკ-პოსტები უნდა ჩააყენონ"- წერს მურაზ გოდერძიშვილი.