-
2013-05-20 13:50
"საქართველოს უახლოეს მომავალში ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა", - განცხადება ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ლუქსემბურგში ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე გააკეთა.
რასმუსენმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც ალიანსი მჭიდროდ დააკვირდება. რასმუსენის თქმით, ნატო მიესალმება საქართველოში წარმატებით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და მიმდინარე რეფორმებს. ამავე დროს, რასმუსენი აცხადებს, რომ ნატო სუპერმარკეტი არ არის:
"მე ხშირად მეკითხებიან, არის თუ არა ნატო-ს კარი მართლაც ღია ახალი წევრებისთვის. ჩემი მოკლე პასუხია კი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის სუპერმარკეტის კარი, რომელიც იღება, როცა უახლოვდები. საჭიროა გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. იქნება თუ არა გაგზავნილი ახალი მოსაწვევები სხვადასხვა ქვეყნებში წევრობაზე, ეს დიდწილად აპლიკანტ ქვეყნებზეა დამოკიდებული“, - აცხადებს ნატოს გენმდივანი.